Radio 2

Radio 2

Жанр: talkculture

Страна: Грузия
Город: T'bilisi, Тбилиси

Вебсайт

საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნას საფუძველი ჩაუყარა კანონმა მაუწყებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 23 დეკემბერს მიიღო და ძალაში 2005 წლის 18 იანვარს შევიდა. სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის საზოგადოებრივ მაუწყებლად ტრანსფორმაციის პროცესის დასაწყისი სწორედ კანონის მიღებას უკავშირდება, რომლის რეალური დანერგვა მმართველობის ახალ ფორმაზე გადასვლით დაიწყო.

Информация о радио

2005 წლის 10 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა სამეურვეო საბჭოს, როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული და საზოგადოების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა; ხოლო სამეურვეო საბჭომ 2005 წლის 19 აგვისტოს ღია კონკურსის წესით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი აირჩია.

ეთერში საზოგადოებრივი ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით შეიქმნა რვა საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც რეკომენდაციებს აწვდის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს სამ ტელეარხს:"პირველი არხი" (მაუწყებლობს 1956 წლიდან), "პირველი კავკასიური / Первый Кавказский" (მაუწყებლობა-2010 წლიდან 2012 წლამდე) და “მეორე არხი” (1991 წლიდან), ასევე რადიოარხებს - საქართველოს რადიო-პირველი არხი FM 102.4 (1925 წლიდან) დარადიო ორი–ქართული რადიო FM 100.9 (1995 წლიდან).

საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტებით. მთავარ მისიას დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, საზოგადოებრივი განათლების დონის ამაღლება, მრავალფეროვნებისა და სოციალური ინტეგრაციის ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობა, ასევე საზოგადოებისთვის კულტურული ფასეულობების მიწოდება წარმოადგენს. მკვეთრად განსაზღვრული ამოცანები და ღირებულებები საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხმარება, ყველა ის საინფორმაციო, ანალიტიკური, დოკუმენტური, შემეცნებითი, სპორტული და სხვა მიმართულების გადაცემა, რომელიც მაუწყებლობაში მზადდება, დროულად და ხარისხიანად მივიდეს მაყურებლამდე და მსმენელამდე.


მისია

დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა;


საზოგადოებისთვის კულტურული ფასეულობების მიწოდება;


საზოგადოებრივი განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;


მრავაფეროვნებისა და სოციალური ინტეგრაციის ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობა;



ღირებულებები

დამოუკიდებლობა;


მიუკერძოებლობა;


კეთილსინდისიერება;



მიზანი

შექმნას და საზოგადოებისთვის მისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის ტელე- და რადიოპროგრამები, რომელიც თავისუფალი იქნება, როგორც მიმდინარე პოლიტიკური, ისე კომერციული ინტერესების ზეწოლისგან;


საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყნის, მსოფლიოს ცივილიზებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სრულუფლებიან წევრ სახელმწიფოდ წარმოჩენა;


კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი გარემოს უზრუნველყოფა ტალანტების გამოსავლენად;


ახალგაზრდობაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება;



ამოცანები

ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებზე საზოგადოების ადექვატური ინფორმირება;


ხელი შეუწყოს სამოქალაქო ცხოვრებასა და საერთო ეროვნულ დებატებს სარწმუნო და მიუკერძოებელი ინფორმაციით უზრუნველყოფის გზით, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ინფორმირებულ მოქალაქეთა არჩევანს;


ქვეყანაში არსებული ინტერესების, ღირებულებების, შეხედულებების მრავალფეროვნების წარმოჩენა, საზოგადოებრივი დიალოგისა და ტოლერანტობის ატმოსფეროს შექმნა;


სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიური მონაწილისთვის ადექვატური ცოდნის მიწოდება მეცნიერების სხვადასხვა დარგში;


ახალგაზრდა თაობაში სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება;


თანამედროვე და კლასიკური ხელოვნების მაღალი ხარისხის ნიმუშების საზოგადოებისთვის მიწოდება;

Контакты радиостанции

Сайт:

Время в городе Тбилиси: 11:24, 13.05.2023